სააკაშვილი 73 კგ-ს იწონის, 38+ ტემპერატურა აქვს ყოველ დღე - კობა ნაყოფია
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ სააკაშვილი 73 კგ-ს იწონის და ყოველ დღე 38+ ტემპერატურა აქვს.
"ზოგადად რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, შეიძლება ერთი სიტყვით შევაფასოთ, ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. ბოლო ნახვასთან შედარებით გაცილებით სუსტად არის, თქვენ წარმოიდგინეთ მისი სიმაღლის ადამიანი, მისი აღნაგობა გახსოვთ ალბათ ყველას და ის იწონის 73 კილოს.
რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ? უმძიმესი სურათია. 73 კგ-ს იწონის და მას ყოველ დღე უფიქსირდება 38+ ტემპერატურა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუე, რომ თითქოს მან ოპერაცია გაიკეთა წამოსვლამდე 2021 წელს, ეს არის სიცრუე. მე მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს ამით დაინტერესდეს, გამოითხოვონ კლინიკიდან თუ ასეთი კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, გაასაჯაროონ და დადონ დოკუმენტები.
ბოლო მანიპულაცია მიხეილ სააკაშვილის განხორციელდა დაახლოებით 6 წლის წინ, 2017 წლის ალბათ დასაწყისი იყო. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და კომპეტენტურ ორგანოებს მოვუწოდებ გამოიკვლიონ და საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში. მიზანი არის ძალიან მარტივი - გადაფარონ მისი წამების ფაქტები, მისი მოწამვლის ფაქტები... მიზეზებს ეძებენ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოწვეულია რაღაც მოგონილი ოპერაციით, რაც არის ტყუილი.
ახლა კიდევ ფიქრობენ, რომ თითქოს ელექტრონული სიგარეტის გამოა ასეა, ხალხნო ეს სასაცილოა. პენიტენციურში რომ შევიდა 116 კგ იყო, 43 კილო აქვს დაკარგული. რაზე ვსაუბრობთ? ახლა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარჩენა“, - აცხადებს კობა ნაყოფია.