თეგებით ძიება

იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, გვაწვიმს თუ არა, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე - ნიკა მელია

დღევანდელი საპროტესტო მსვლელობა სპორტის სასახლესთან დასრულდა. აქციის დასრულებისას პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა მოქალაქეებს 6 ნოემბერს, 11:00 საათზე კვლავ სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ, - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს, რომლებმაც სპორტის სასახლესთან გადაინაცვლეს.

მელიამ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

“მეგობრებო, მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, ამ ჟინისთვის და ყოველ დღე, რითაც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ.

ყოველდღიურად იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, გვაწვიმს თუ არა, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ - ეს არის ამოცანა და მიზანი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა