თეგებით ძიება

„ფეხბურთელი ძალიან მაგარია, მაგრამ კაცი არ ყოფილა!“ - ვისზე წერს დავით გადელია?

ექიმი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ლეგენდარული ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ წერს.

„ფეხბურთელი ძალიან მაგარია, მაგრამ კაცი არ ყოფილა!

ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელმაც გოლიც გაიტანა, მივიდა თავის ბავშვობის დროინდელ კუმირთან მისალოცად (თანაც დრამატული მატჩის წაგების შემდეგ) და იმ გოიმმა, ჟურნალისტების თვალწინ: "- გადი აქედანა შე ბრიყვო!!"-ო... გოიმტრესტ!..

ამაზე გამახსენდა გენიალური ჯიჯი ბუფონის ის ცნობილი ინტერვიუ, უდრამატულესი მატჩის შემდეგ, როცა მადრიდის რეალთან საეჭვო პენალტით წააგეს. მატჩის შემდეგ, ცხადია განაწყენებული ჯიჯი იძლევა ინტერვიუს და პირდაპირ კადრში ჩაივლის რეალის ფეხბურთელი და ჯიჯი მაინც გადაეხვევა...“ - წერს დავით გადელია.

ფეხბურთელი ძალიან მაგარია, მაგრამ კაცი არ ყოფილა!.???????? ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელმაც გოლიც გაიტანა, მივიდა...Posted by David Gadelia on Monday, 12 December 2022


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა