თეგებით ძიება
13. 12. 2022 სპორტი

"კვარაცხელია კი ის მოთამაშეა, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

საფეხბურთო კლუბ "მილანის" შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"დიახ, „ნაპოლი“ ძლიერი გუნდი ჯერ კიდევ მაშინ იყო, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტი გატუჩოს ეკავა და სპალეტის მოსვლის შემდეგ იგივე გაგრძელდა. როცა გუნდი დიდი ხანია ერთადაა, იზრდება და ვითარდება. ახლა „ნაპოლის“ თითოეული ფეხბურთელი ბედნიერია. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა.“

კითხვაზე, არის თუ არა ვინმე, ვინც მოედანზე მის ენაზე საუბრობს, ფეხბურთელი კვარას ასახელებს.

"კვარაცხელია კარგად გამოიყურება და ამრაბატიც მომწონს. იგი ძალიან ძლიერია, სხვების ვინაობა კი ყველასთვის ცნობილია.“ - თქვა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა