თეგებით ძიება
18. 09. 2024 სპორტი

მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო, თავის გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს - შონ ო'მალი

ამერიკელმა შონ ო’მალიმ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილთან მარცხის შესახებ პირველად „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.

როგორც ო’მალი ამბობს, ბრძოლამდე თავს კარგად გრძნობდა და თავის გასამართლებელი მიზეზი არ აქვს.

„ბრძოლის კვირამ შესანიშნავად ჩაიარა. წონის კლების პროცესიც იდეალურად მიმდინარეობდა, თავს კარგად ვგრძნობდი. გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს, მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა.

მეუბნებოდნენ, რომ საკუთარ თავს არ ვგავდი, რაღაც მაწუხებდა, თუმცა ეს ასე არ იყო, უბრალოდ წავაგე“, – განაცხადა ო’მალიმ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ქამარი ილია თოფურიამ მოიგო, მან ნოკაუტით ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა