თეგებით ძიება
13. 12. 2022 მსოფლიო

ლუგანსკელ ბავშვებს ახალი წელი "მოპარეს" - რის კეთებას აიძულებენ რუსი ოკუპანტები არასრულწლოვნებს?

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, სკოლის მოსწავლეებს საახალწლო არდადეგები გაუუქმეს და სამხედრო მომზადების გავლას აიძულებენ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰეი გაიდაიმ განაცხადა.

"მოსწავლეებს საახალწლო არდადეგები გაუუქმეს და 3 კვირიან სამხედრო მომზადების გავლას აიძულებენ. ეს რუსული ცინიზმის ახალი ეტაპია. ასევე სკოლებიდან ამოიღეს უკრაინულ ენაზე დაწერილი ყველა წიგნი.

ეს ყველაფერი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ფრონტის სიახლოვეს მდებარე სოფლებიდან ადამიანებს გასვლას უკრძალავენ. ასევე ფიზიკურად უსწორდებიან მამაკაცებს ვინც ომში წასვლაზე უარს აცხადებენ. მობილიზებულებმა კარგად იციან რომ ფრონტის ხაზზე წასვლა - სიკვდილის ტოლფასია", აცხადებს სერგეი გაიდაი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა