თეგებით ძიება
15. 12. 2022 მსოფლიო

რუსეთმა რომის პაპის განცხადების გამო ვატიკანიდან ბოდიში მიიღო - რას ამბობს მარია ზახაროვა?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთმა მიიღო ოფიციალური განცხადება ვატიკანიდან, რომელშიც ბოდიშს იხდიან რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩეჩნებსა და ბურიატებს ეხებოდა.

"დიპლომატიური არხებით მივიღეთ მიმართვა ვატიკანიდან, რომელიც შეიცავს ოფიციალურ განცხადებას წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, პიეტრო პაროლინას სახელით, პონტიფიკოსის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით. მიმართვაში ნათქვამია შემდეგი: „ვატიკანის სახელმწიფო სამდივნო ბოდიშს უხდის რუსულ მხარეს. წმინდა საყდარი ღრმა პატივს სცემს რუსეთის ყველა ხალხს, მათ ღირსებას, რწმენას და კულტურას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და ხალხებს“...

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინციდენტი მოგვარებულია და ჩვენ მოუთმენლად ველით ვატიკანთან კონსტრუქციული ურთიერთობის გაგრძელებას“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ჩეჩნებსა და ბურიატებს „უკრაინაში რუსული ჯარების ყველაზე სასტიკი ნაწილი“ უწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა