18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ, რაც განვითარების კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. ოჯახში არსებული კონფლიქტი წარსულს ჩაბარდება. მოგზაურობის გეგმები შესაძლოა შეცვალოთ.
კურო
ინვესტიციის ჩადებამდე რისკები სწორად შეაფასეთ. კარგი იქნება თუ ოჯახის წევრებს მეტ დროს და ყურადღებას დაუთმობთ. ახალი ადგილების მონახულება და თავგადასავალი საინტერესო გამოცდილებას შეგძენთ.
ტყუპები
სამსახურში ყველაფერს დროულად ვერ შეასრულებთ და შესაძლოა შენიშვნა მიიღოთ. აკადემიურ სფეროში ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით ვითარდება. ოაჯახის წევრთან განსხვავებული შეხედულების გამო შესაძლოა იკამათოთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ.
კირჩხიბი
თუ თავს ცუდად გრძნობთ დაისვენეთ და საკუთარ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მიაქციეთ. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. წვეულებაზე სასიამოვნო ადამიანს შეხვდებით, და კარგ დროს გაატარებთ.
ლომი
სწორი კვების დახმარებით თქვენ ფორმას შეინარჩუნებთ. ოჯახში არსებულ უთანხმოებას მარტივად ვერ მოაგვარებთ. სამსახურში ძალიან დამღლელი დღე გექნებათ, მაგრამ საღამოს სასიამოვნო ღონისძიებას დაესწრებით.
ქალწული
თქვენი შრომა საბოლოოდ სასურველ შედეგს მოგიტანთ. ახალი დიეტა თქვენ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს. ფინანსური კუთხით დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი, რადგან წარსულში ჩადებული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ.
სასწორი
ოჯახის მხრიდან ყველა თქვენს იდეას მხარს დაუჭერენ. დიეტა სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სამსახურში საინტერესო შესაძლებლობებს მიიღებთ და აუცილებლად გამოიყენეთ. გამორიცხული არ არის, ახალი რომანი დაიწყოთ.
მორიელი
პოზიტიური ფიქრები თქვენ განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. კარგია დაზოგოთ ფული და დაიწყოთ ახალი შემოსავლის ძიება. სამსახურში საინტერესო შემოთავაზებასაც მიიღებთ. შესაძლოა თქვენი რომანტიკული ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს.
მშვილდოსანი
ფიტნესი კარგია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. საჭირო რესურსებისა და კონტაქტების დახმარებით წარმატებას მიაღწევთ. აკადემიურ სფეროში ყველაფერი თქვენი გეგმების მიხედვით ვითარდება. მოგზაურობა თავგადასავლებით სავსე იქნება და საინტერესო დროს გაატარებთ.
თხის რქა
ფინანსური კრიზისი ახალი შემოსავლის წყალობით მოგვარდება. მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. უმჯობესია ფიტნესს მეტი დრო დაუთმოთ. სიყვარული ჰაერში ტრიალებს და თქვენ მეორე ნახევარს ნებისმიერ დროს შეხვდებით.
მერწყული
ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. ვარჯიში და სწორი კვევბა სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც დიდი ხანი გაწუხებდათ მალე წარსულს ჩაბარდება. ხანგრძლივი რომანი შესაძლოა ქორწინებით დაასრულოთ.
თევზები
ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენ ყოველდღიურობაზე დადებითად აისახება. თქვენი შრომისმოყვარეობა უფროსების მხრიდან პრემიით დაფასდება. თქვენი ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება. ცხოვრება ძალიან კარგ გეგმას გიმზადებთ და დროა მიიღოთ.