თეგებით ძიება
18. 12. 2022 სპორტი

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება

დღეს კატარში ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან. ფრანგები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და მუნდიალზე „აჭარა ტექსტილის“ მიერ შეკერილი ფორმებით ასპარეზობენ.

გამარჯვების შემთხვევაში ორივე გუნდი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მესამედ მოიპოვებს. საფრანგეთს ტურნირი 1998 და 2018 წლებში აქვს მოგებული, არგენტინას კი 1978 და 1986-ში.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა