თეგებით ძიება

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?

19 დეკემბერს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით წვიმა და +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

წვიმიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომში დღისით +11, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში +11 გრადუსი და წვიმა იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +7, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +14 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა