თეგებით ძიება
19. 12. 2022 სპორტი

„რთული ბრძოლა იყო“ - ლაშა ტალახაძის პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

ექსვგზის მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, რომელიც ბოგოტაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის. მოვახერხეთ და შევძელით, რომ მეექვსედ შევინარჩუნეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რაც მთავარი მიზანი და გეგმა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ტრავმები გვქონდა, ფსიქოლოგიური მომენტები იყო. რთული ბრძოლა იყო, ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ და რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ღირსეულ კონკურენციას გაგვიწევდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. შევეცდები, ძველი ლაშა დავაბრუნო შემდეგ შეჯიბრზე, აუცილებლად ახალი რეკორდები და დიდი შედეგები მოვიპოვო“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ცნობისთვის, ტალახაძემ აკვრაში საბოლოოდ 251 კგ. დაძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა ტალახაძემ ატაცში 215, აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით ზედიზედ მეექვსედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა