თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან - ელენე ქებაძეს სპორტის სამინისტრო პასუხობს
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, სამბისტის, ელენე ქებაძის კრიტიკას სპორტის სამინისტრომ უპასუხა და დაფინანსება გაახსენა.
"ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).
1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;
2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;
3. 5 156 ლარი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ;
მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!" - წერს კომენტარში სამინისტრო.
ცნობისთვის, ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, სამბისტმა, ელენე ქებაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც სპორტსმენმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გააკრიტიკა.