22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
იღბლიანი დღეა, მაგრამ ეს არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას. ვარჯიში და სწორი კვება თქვენ ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. გამორიცხული არ არის საქმიანი მიზნით ხანგრძლივ მოგზაურობაში წახვიდეთ. თქვენი შრომისმოყვარეობა პრემიის სახით დაფასდება.
კურო
ახალი ბიზნესის დასაწყებად შესაფერისი დროა. ფინანსური კრიზისი მარტივად მოგვარდება. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სამსახურში არსებული დაძაბულობა გაიზრდება. საყვარელი ადამიანი თქვენ ყველა პრობლემას გაგებით მოეკიდება და გვერდში დაგიდგებათ.
ტყუპები
მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ და კარგად გაერთობით. კონფლიქტურ სიტუაციას მარტივად მოაგვარებთ. ინვესტიცია სასურველ შედეგს მოგიტანთ. ქალაქგარეთ მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. აკადემიურ ფრონტზე წარმატებას მიაღწევთ.
კირჩხიბი
იღბალი თქვენ მხარსეაა და შემოსავალი გაიზრდება. ოჯახთან ერთად შესაძლოა ბევრი დრო ვერ გაატაროთ. ჯანმრთელობის პრობლემები გამოსწორდება და თავს კვლავ ენერგიულად იგრძნობთ. აკადემიურ სფეროში წარმატებას მიაღწევთ. ურთიერთობა კრიტიკულ ეტაპს გადის და შესაძლოა მალე დაასრულოთ.
ლომი
სამსახურში კოლეგასთან უთანხმოება მოგივათ. შესაძლოა დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ. მემკვიდრეობით უძრავ ქონებას მიიღებთ. რომანტიკული ურთიერთობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდება.
ქალწული
ჯანმრთელობის პრობლემები მალე მოგვარდება. სახლში რემონტისთვის შესაფერისი დროა, რაც ახალ ემოციას შემოიტანს. ბიუჯეტის სწორი დაგეგმვით ბევრ ფულს დაზოგავთ. ვარჯიში სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა საოცარი ემოციით აგავსებთ.
სასწორი
პროფესიული კუთხით განვითარებას განაგრძობთ. ოჯახის მხარდაჭერით თქვენ ყველაზე დიდ ოცნებას აისრულებთ. ეცადეთ, არ აყვეთ ემოციებს და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სასიყვარულო ურთიერთობაში რთული პერიოდი დადგება.
მორიელი
უმჯობესია ახალი შემოსავლის ძიება დაიწყოთ და მომავალზე ფოკუსირდეთ. სამსახურში მნიშვნელოვანი საქმე გექნებათ დასასრულებელი, რაც დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. თუ დასვენება გინდათ, კარგი იქნება აიღოთ შვებულება და საყვარელ ადამიანთან ერთად იმოგზაუროთ.
მშვილდოსანი
თქვენი შემოსავალი მოულოდნელი წყაროებით გაიზრდება. სამსახურში მცირე სირთულეებთან მოგიწევთ შეხვედრა. მოგზაურობა დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ. რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად კარგი პერიოდია.
თხის რქა
ქალაქგარეთ საინტერესო მოგზაურობა გელით. სამსახურში ყველა დავალებას თავს წარმატებით გაართმევთ. მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. შეყვარებულის უყურადღებობის გამო გული გეტკინებათ.
მერწყული
პროფესიულ საქმიანობაში იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე გეგონათ. აკადემიურ ფრონტზე წარმატებას მიაღწევთ. ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ემოციური დღე გექნებათ და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.
თევზები
კოლეგის რჩევით ფინანსურ ფრონტზე სწორ ნაბიჯებს გადადგამთ. საინტერესო სამუშაო გარემო თქვენი მუშაობის ხარისხს გაზრდის. ფულადი გადარიცხვების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. დიდი ხნის ურთიერთობა შესაძლოა, ქორწინებით დასრულდეს.