თეგებით ძიება
27. 12. 2022 მსოფლიო

რუსეთი სომხეთზე არანაირ ზეწოლას არ ახორციელებს - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არმენ გრიგორიანის განცხადებას „პროვოკაციული“ უწოდა.

"ეს არის პროვოკაციული განცხადება. ის სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთის მაღალჩინოსნებს არასოდეს მოუხდენიათ ზეწოლა სომხეთზე“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსნებთ, სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი აიძულებს სომხეთს მისცეს დერეფანი საკუთარი ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანს და, ასევე, შეუერთდეს საკავშირო სახელმწიფოს რუსეთი-ბელარუსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა