"ქართული ოცნება" საერთაშორისო პოლიტიკური კეთროვანია - გია ჯაფარიძე
"ქართული ოცნება" საერთაშორისო პოლიტიკურ კეთროვანად იქცა, - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ვიდრე ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იქნება და ეს ევროკავშირის ელჩის განცხადებამაც ცხადყო.
"ევროკავშირში გაწევრიანების ყველანაირი პროცესი არის შეჩერებული. ბატონი ელჩის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს სახელმწიფოს აქცევს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური კეთროვანი, საერთაშორისო კეთროვანი, არავის სურს ცივილიზებულ სამყაროში „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა. ქართველი ხალხის ისტორიული ურყევი ნების წინააღმდეგ სიარული რა თქმა უნდა, ეს არ დარჩა შეუმჩნეველი არც ევროკავშირში, არც აშშ-ში. მოლოდინებია, რომ ისინი იქნებიან უფრო მეტად კრიტიკულები და გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს", - ამბობს გია ჯაფარიძე.