თეგებით ძიება

წარმატების გაცილებით მეტი შანსი, მიზნების მიღწევა და პიროვნული განვითარება - როგორი იქნება 7-13 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

7 ოქტომბერი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ბევრი ადამიანი საბოლოოდ გააანალიზებს, რომ ყველაფერი, რაც მოძველებული და არასაჭიროა, წარსულს უნდა ჩააბარონ. თუკი აქამდე ცდილობდით, ილუზიები შეგექმნათ, ამ დღეს განვითარებული მოვლენები გაჩვენებთ, რომ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ და დაემშვიდობოთ ყველა იმ ურთიერთობასა და საქმეს, რომლებსაც აქამდე მაინც უფრთხილდებოდით. გახსოვდეთ, რომ ამის შემდეგ როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ ზრდას შეძლებთ.

8 ოქტომბერი

რაც არ უნდა ცუდი იყოს ამინდი ან გარემო, თუკი შინაგანად მზე ანათებს, ყველაფერი კარგადაა. ეს დღე გაჩვენებთ, რომ ბედნიერება შეგიძლიათ, სულ პატარა დეტალშიც კი იპოვოთ და თავი შესანიშნავად იგრძნობთ. ეს პოზიტიური ენერგია მთელი დღის განმავლობაში დაგეხმარებათ, რომ საქმეები ეფექტურად შეასრულოთ და დადებითი განწყობა სხვებსაც გადასდოთ.

9 ოქტომბერი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს გარშემომყოფები ზუსტად იმას აჩვენებენ, რაც მათთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი - ასე, რომ შეგიძლიათ, ობიექტურად შეხედოთ მათ ჰუმანურობასაც და ნეგატიურ მხარესაც...

10 ოქტომბერიამ დღეს ყველაფერი ძალიან მარტივად იზრდება და ფართოვდება, ამიტომაც საუკეთესო რჩევა ენერგიის სწორად გამოყენებაა. თუკი რაიმეს დაწყებას, განვითარებას გეგმავდით, აღნიშნულ დღეს განახორციელეთ. შედეგი იმაზე დიდი და საინტერესო აღმოჩნდება, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. ასევე, იყავით ჰუმანური, გამოხატეთ კეთილგანწყობა და ეს სიკეთე უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა