თეგებით ძიება

საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილი

ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ 130-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართვას აქტივისტები და მოქალაქეებიც უერთდებიან.

„მთავარი მიმართვის ადრესატი ქართული საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მთავარი, სადაც წყდება ბედი ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის არის ქართული საზოგადოება, მერე ამას მოჰყვება პარტნიორები, მერე მოჰყვება პოლიტიკური პროცესი. მთავარია პოლიტიკური პოზიციის კონსოლიდაცია და ვფიქრობ, რომ კონსოლიდაცია იმის ირგვლივ, რომ საქართველოში არ ხდებოდეს წამებით სიკვდილი, ნებისმიერი მოქალაქის. საქართველო მეორედ უკვე არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს, ამის თაობაზე შეიძლება ქართული საზოგადოება ჩამოყალიბდეს.

შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ხელი მოაწეროს, ვისაც გულწრფელად წამს, რომ წამება და მკვლელობა მიუღებელია. ხელმოწერა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხოეთის მოქალაქეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა