საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველ და 7 იანვარს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება - კახა კალაძე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველ და 7 იანვარს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
"შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და 7 იანვარს, მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება. გახანგრძლივებულ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის საათებში განაგრძობენ მუშაობას და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს მოემსახურებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.