თეგებით ძიება

მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი - რას ამბობს გიული ალასანია?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა და ჰიმნი.

"სპირიდონ კედიას ქალიშვილი მირეკავდა და მეუბნებოდა, ხან ვფიქრობ, რომ იქნებ, ჩვენი ხალხი, არც იმსახურებდა დამოუკიდებლობასო. ასეთი ადამიანების მცირე ნაწილია, რომელმაც ასეთი აზრი გაუჩინა. ავსტრიაში ვნახეთ, დროშა, რომელიც მოუვლელი იყო, გაუბედურებული, გაურეცხავი. ეს ძალიან სამწუხაროა.

რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია, რომელსაც „ეგოიმება“ პატრიოტიზმი, დროშა, ჰიმნი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი საღი და საბრძოლო განწყობით არის“, - აღნიშნა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა