ცოლ-ქმარმა, რომლებმაც გაიგეს, რომ ავიაბილეთი ბავშვისთვისაც უნდა შეეძინათ, ჩვილი სარეგისტრაციო დახლზე დატოვეს
მშობლებმა, რომლებსაც ბავშვისთვის ბილეთი არ ჰქონდათ ნაყიდი, ჩვილი აეროპორტის სარეგისტრაციო დახლზე დატოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც მათ გაარკვიეს, რომ გასაფრენად ბილეთი ბავშვისთვისაც უნდა შეეძინათ, მათ ჩვილი აეროპორტში დატოვეს.
ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს და წყვილი დააკავეს. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
ცოლ-ქმარის ვინაობა არ ხმაურება.