მიწისძვრამ აეროპორტიც დაანგრია - რა ხდება თურქეთში? (ვიდეო/ფოტო)
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე აეროპოერტი "ჰატაიც" დაზიანდა. კერძოდ, მწყობრიდან გამოვიდა აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.
სტიქიამ საგზაო ინფრასტურქურაც გაანადგურა. დანგრეულია ათეულობით შენობა, არის ადამიანური მსხვერპლი. ბოლო მომაცემებით მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყანამ მე-4 კატეგორიის განგაში გამოაცხადა და მეზობელ ქვეყნებს სთხოვა დახმარება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 04.17 საათზე 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაშიც. ორივე ქვეყანაში სტიქიურ უბედურებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.