თეგებით ძიება

"კლასმა ერთხმად დაიგუგუნა "ბოდიში გიორგი" - რატომ მოუხადეს ბოდიში პატარა ქართველ ემიგრანტს იტალიელმა თანაკლასელებმა?

იტალიაში მცხოვრები ქართველი პედაგოგი, მაკა ხაჩოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას აზიარებს პატარა ქართველ ემიგრანტსა და მის იტალიელ თანაკლასელებზე.

"დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო იტალიურ სკოლაში,იტალიელ ბავშვებთან, რომელიც ემოციებით და შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდა.

Ემოციების ზღვა და სიხარულის ცრემლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, როგორ მომრეოდნენ და "ხელი შეეშალათ" გაკვეთილის ჩატარებაში.

Კლასში ერთი პატარა ქართველი ბავშვიც აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ გაკვეთილი საქართველოზე ჩაგვეტარებინა.

Ვისაუბრეთ ქართულ ენაზე, ტრადიციებზე, კულტურასა და ისტორიაზე. Გავაფერადეთ სხვადასხვა ქართული სიმბოლოები.

Გაიცნეს ქართული რუკა. საქართველო ერთ ფერში გვქონდა, მუქი მწვანე, რომლის მონახაზშიც შენიშნეს ორი განსხვავებული ფერი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონი.

Ავუხსენი, რატომ იყო ეს ორი მონახაზი  ღია მწვანე ფერში;

-ეს იყო რეგიონები, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად დავკარგეთ.

თუ როგორ დაკარგეს ამ ორი რეგიონის მაცხოვრებლებმა, ბავშვებმა, სახლები და ყველაფერი რაც კი გააჩნდათ. 

Კლასში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა,  თვალებგაფართოებული ბავშვები და შემდეგ უამრავი კითხვა: 

- როგორ, რატომ, რა არის ომი? 

- მარტივ ენაზე უნდა ამეხსნა რა იყო ომი.

Მაგალითისთვის მოვიყვანე,  სხვა კლასის ბავშვები, რომ შემოჭრილიყვნენ მათ საკლასო ოთახში და ძალით მიეთვისებინათ კლასის ნაწილი, ეს იყო იგივე აგრესია რასაც ჩვენ ომს ვუწოდებთ.

Ბავშვების რეაქცია ომის განმარტებაზე იყო ყვირილი, - "ეს არ არის სწორი, ეს დიდი შეცდომაა, ასე არ უნდა მოიქცეს არავინ". 

Შემდეგ დავუძახე  გიორგის დაფასთან და ვთხოვე, იმისდამიუხედავად, რომ ძალიან პატარამ დატოვა საქართველო, თუ ახსოვდა რაიმე რასაც გაიხსენებდა სამშობლოზე, რომ მისი თანაკლასელებისთვის გაეზიარებინა.

ბავშვმა მხოლოდ მისი მეგობრები გაიხსენა,რომ ძალიან ენატრებიან.

მინდა ვიტირო, 

შეკავებული ცრებლები მახრჩობს მაგრამ მოვიკრიბე ძალა და მივუბრუნდი კლასში გასუსულ ბავშვებს: ბავშვებო, რას ფიქრობთ გიორგის პასუხზე, რას ეტყოდით მას? 

- კლასმა ერთხმად დაიგუგუნა "ბოდიში გიორგი". 

Ვიგრძენი მუხლებში ძალა გამომეცალა, იქვე მერხს მივეყუდე და ავუხსენი, რომ მათ საბოდიში არაფერი არ ჰქონდათ, არ იყო მათი ბრალი გიორგის ქვეყნის და ბეგობრების დატოვება, რომ მოუწია.

- ბავშვებმა ხელი აწიეს, სიტყვა უნდოდათ ისევ ეთქვათ; 

- გიორგი მაშინ ჩვენ ვიქნებით შენი მეგობრები! 

Მეგონა მე ვიყავი იქ მასწავლებელი მაგრამ იმ მომენტში, ოცი ბავშვი, ჩემი მასწავლებელი აღმოჩნდა. 

Ეს იყო გაკვეთილი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება და დიდი, რომ გავიზრდები უბრალოდ მინდა მეც მატეო, ჯუსეპე, ანა, ელენა და დავიდესნაირი გამოვიდე.

Მადლობა ბავშვებო!", - წერს ქართველი ემიგრანტი პედაგოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა