თეგებით ძიება

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 6.2 მილიარდი ლარით გაიზარდა - რა ინფორმაციას ავრცელებს საქსტატი?

საქსტატის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.1%-ით გაიზარდა და მშპ-ის ზომამ მიმდინარე ფასებში 71.7 მილიარდ ლარს მიაღწია. ამასთან მშპ ერთ მოსახლეზე რეკორდული 19,452 ლარი გახდა, რაც დოლარებში $6,671 იყო.

ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე მაღალი ტემპით 49.9%-ით ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფერო გაიზარდა, რომელიც საკუთარ თავში როგორც ტელეკომუნიკაციების, ასევე მედიის და IT სფეროებს აერთიანებს, რაც ქვეყანაში საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას გულისხმობს. ასევე მაღალი 38.9%-იანი ზრდა იყო ენერგეტიკის სფეროში, ლოგისტიკის სფეროში 28.4%.

რაც შეეხება სექტორის ზომას, ყველაზე დიდი ზომის სექტორი ვაჭრობაა, რომლის ზომაც 9.5 მილიარდი ლარი იყო, რაც მშპ-ის 15.2% იყო. ზომით მეორე ადილზე დამამუშავებელი მრეწველობა იყო 6.9 მილიარდი ლარით, მესამეზე კი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები 6.2 მილიარდი ლარით.

ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების რეიტინგი:

● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 49.9%

● შინამეურნეობების როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 39.4%

● ენერგეტიკა - 38.9%ტრანსპორტი და დასაწყობება - 28.4%

● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 22.8%

● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 17.9%;

● ხელოვნება გართობა და დასვენება (ძირითადად აზარტული თამაშები) - 17.3%;

● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 16.7%

● მშენებლობა - 14.8%

● წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 9.2%

● დამამუშავებელი მრეწველობა - 7.8%

● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 6.1%

● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 5.1%

● განათლება - 4.1%

● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 3.3%

● სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა - 2.9%

● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - კლება 4.8%;

● პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - კლება 2.4%;

● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - კლება 5.7%;

● სხვა სახის მომსახურება - ზრდა 33%

ეკონომიკის სამ სექტორში უძრავი ქონებით ოპერაციებში, პროფესიულ სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებსა და ჯანდაცვაში ზრდის ნაცვლად კლებაა. ამ უკანასკნელში ვარდნა სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ გასულ წელს კორონავირუსის ეპიდემიამ იკლო და შესაბამისად მასთან დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებიც შემცირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა