თეგებით ძიება

"აქამდე როგორ არ მიიღო არავინ ზომა?!...გვაკლია კიბო ქვეყანაში, ხომ?!" - რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისთან ახლოს გადაღებული ფოტოები, რომლებზეც საბურავების ნაგავსაყრელია ასახული. ფოტოებს და ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი (Billy Bilikhodze Photographer) ავრცელებს.

"თურმე 2022 წლიდან მოყოლებული, თბილისთან ძალიან ახლოს, ფაქტობრივად, გლდანში, ზედ ტრასასთან, სადაც დღეში ათასობით მანქანა დადის, ხედავთ აი ამ გადაყრილი საბურავების გორას, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს (გუგლ მაპის სქრინს დავდებ ფოტოებში)

აქამდე როგორ არ მიიღო არავინ ზომა?! გენაცვალეთ შიგ საქართველოს სიყვარულში გამოცლილ ფიალებში!

წარმოგიდგენიათ, ამას რომ ვინმე გაბოროტებულმა ადამიანმა ცეცხლი წაუკიდოს ან ზაფხულში მინდორი აალდეს და გადაეკიდოს საბურავებს? 

გვაკლია კანცეროგენები და კიბო ქვეყანაში, ხომ?!

ეს, აი ის ამბავია, პრიორიტეტში რომ უნდა ჩასვათ და უახლოეს დღეებში ეგ საბურავები მოაშოროთ, რამდენიმე კილომეტრში გაქვთ ორი დიდი ნაგავსაყრელი (გლდანის და მეორეს მგონი ნორიოს ნაგავსაყრელი ქვია)

და რომ არ მოდუნდეთ, მე და ხალხი დაგეხმარებით ამ ფოტოების შეარებით.

P.s. დიდი მადლობა ვახო ჩიკვაიძეს (Vakho Chikvaidze) ინფოს მოწოდებისათვის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა