თეგებით ძიება

"ვინ იქნებოდით წინააღმდეგი, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 16 ბავშვისთვის, საკუთარი გადასახადებიდან გაგეღოთ თანხა?!" - ელისო ჯანაშიას ემოციური მიმართვა

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 16 ბავშვისთვის წამალი უფასო უნდა იყოს.

"მინდა გკითხოთ ყველა ფრენდს: ვინ იქნებოდით წინააღმდეგი, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 16 ბავშვისთვის, საკუთარი გადასახადებიდან გაგეღოთ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატისთვის თანხა?

და დაბლა დააკომენტოთ, ვინ ხართ მომხრე ბიუჯეტმა გაიღოს ეს თანხა", - წერს ჯანაშია.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა