თეგებით ძიება

კერძო სახლები გაძვირდა - როგორია ფასები თბილისში უბნების მიხედვით

2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში კერძო სახლების ფასი 0.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.

რაც შეეხება წლიურ ზრდას, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით კერძო სახლების ფასი 5.5%-ით არის გაზრდილი.

როგორია კერძო სახლების ფასი­ თბილისის უბნების მიხედვით

აღსანიშნავია, რომ უბნების მიხედვით ფასები ყველაზე მაღალი ვაკეში, ხოლო ყველაზე დაბალი ნაძალადევში იყო. კერძოდ, ვაკეში 1 კვ.მ-ის ფასი 4 656 ლარს, ხოლო ნაძალადევში 2 778 ლარი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მეორე კვარტალში თბილისის უბნების მიხედვით 1 კვ.მ-ის ფასი ასეთი იყო:

  • ვაკე - 4 656 ლარი;
  • მთაწმინდა - 4 409 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 524 ლარი;
  • საბურთალო - 3 510 ლარი;
  • დიდუბე - 3 477 ლარი;
  • ისანი - 3 268 ლარი;
  • სამგორი - 2 992 ლარი;
  • კრწანისი - 2 926 ლარი;
  • გლდანი - 2 811 ლარი;
  • ნაძალადევი - 2 778 ლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა