თეგებით ძიება

თბილისში ბინები წლიურად 4.8%-ით გაძვირდა - როგორია ფასები უბნების მიხედვით

2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი 0.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

რაც შეეხება წლიურ ზრდას, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მრავალსართულიანი სახლების (ბინების) ფასი 4.8%-ით არის გაზრდილი.

როგორია ბინების ფასი­ თბილისის უბნების მიხედვით

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლის სეგმენტში ბინების ფასები ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე, ხოლო ყველაზე დაბალი სამგორში იყო.

კერძოდ, მთაწმინდაზე 1 კვ.მ-ის ფასი 6 730 ლარს, ხოლო სამგორში 3 680 ლარი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად კი, 2026 წლის მეორე კვარტალში, თბილისის უბნების მიხედვით 1 კვ.მ ბინის ფასი ასე გამოიყურებოდა:

მთაწმინდა - 6 730 ლარი;

ვაკე - 5 914 ლარი;

კრწანისი - 4 630 ლარი;

საბურთალო - 4 307 ლარი;

დიდუბე - 4 184 ლარი;

ისანი - 4 088 ლარი;

ჩუღურეთი - 4 064 ლარი;

ნაძალადევი - 4 038 ლარი;

გლდანი - 3 867 ლარი;

სამგორი - 3 680 ლარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა