თეგებით ძიება

როგორ იცვლება მიწის ფასები და ბაზრის დინამიკა საქართველოს კურორტებზე?

ბოლო წლებში საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით ტურისტულად მიმზიდველ და მთის კლიმატურ ზონებში, სააგარაკე მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის პერიოდიდან დაწყებული ეს ტენდენცია დღემდე აქტუალურია - ქალაქის მცხოვრებლები მასობრივად ცდილობენ შეიძინონ მიწა ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა რაჭა, ბაკურიანი, შეკვეთილი, წაღვერი. შედეგად, ბაზარზე ფასების ზრდა და სრულიად ახალი ურბანული გამოწვევები იკვეთება.

რაჭა 

რაჭა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ბუნებითა და სიმშვიდით, ბოლო წლებში ინვესტორებისა და სააგარაკე მიწების მაძიებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. 

თუ რამდენიმე წლის წინ ამბროლაურის, შოვისა და ცაგერის სოფლებში მიწის შეძენა სიმბოლურ ფასად შეიძლებოდა, დღეს 1 კვადრატული მეტრის ფასი ლოკაციის მიხედვით მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით აიწია ფასებმა ცენტრალურ სოფლებში და ტურისტულ მარშრუტებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებზე.

ადგილობრივი მოსახლეობა და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიწების მასობრივმა გასხვისებამ შეცვალა რეგიონის ტრადიციული სახე და გაზარდა სპონტანური მშენებლობების რაოდენობა, რაც ხშირად არ შეესაბამება რეგიონის საინჟინრო შესაძლებლობებს.

ბაკურიანი და წაღვერი

ბორჯომის ხეობა - კერძოდ ბაკურიანი და წაღვერი, ტრადიციულად ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის ცენტრებია, სადაც მიწაზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია.

ბაკურიანში მიწის ნაკვეთების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე ხშირად მაღალ ნიშნულზეა მრავალბინიანი მშენებლობისა თუ სასტუმრო პროექტების აქტივობის გამო. ცენტრალურ ზონებში ფასები ასეულობით დოლარს აღწევს. წაღვერში სააგარაკე მიწების ღირებულება იზრდება, რაც განპირობებულია იქაური უნიკალური მიკროკლიმატით და ბაკურიანთან შედარებით ნაკლებად გადატვირთული გარემოთი.

ინტენსიურმა დეველოპმენტმა და კოტეჯების მშენებლობამ ბაკურიანსა და წაღვერში სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა არსებული ინფრასტრუქტურა - ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება სეზონებზე გადატვირთვას განიცდის.

შეკვეთილი 

გურის რეგიონის ზღვისპირა ზონა, კერძოდ შეკვეთილი - ბოლო წლებში სააგარაკე და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და დინამიკურად განვითარებად ლოკაციად იქცა.

დენდროლოგიური პარკის, მუსიკალურ ცენტრ "ბლექ სი არენასა“ და მასშტაბური დასასვენებელი კომპლექსების სიახლოვემ შეკვეთილში მიწის ღირებულება მკვეთრად გაზარდა. ზღვისპირა ზოლში და მეორე ზოლში ნაკვეთებზე მოთხოვნა მუდმივად მაღალია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

ტრადიციული ზღვის სეზონურობის მიუხედავად, შეკვეთილში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტიპის აგარაკების, პატარა სასტუმროებისა და დასასვენებელი კომპლექსების მშენებლობა, რაც ამ ტერიტორიას წლევანდელი სეზონის ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო წერტილად აქცევს.

"ალფა სახლის“ პროექტი შეკვეთილში

თუ ეძებ იდეალურ ადგილს ზღვისპირა დასვენებისთვის ან მომგებიანი ინვესტიციისთვის, დეველოპერული კომპანია "ალფა სახლი“ შეკვეთილში სრულიად გამორჩეულ და თანამედროვე კონცეფციის საცხოვრებელ პროექტს გთავაზობს.

კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სახლები ზღვისა და ბუნების უნიკალურ ჰარმონიაში, სადაც სრულად არის გათვალისწინებული როგორც მაცხოვრებლების კომფორტი, ისე მაღალი საინვესტიციო პოტენციალი.

გაეცანი შეთავაზებას, ნახე პროექტი და აირჩიე შენზე მორგებული საცხოვრებელი.

საქართველოს რეგიონებში - იქნება ეს მთის კლიმატური ზონები თუ ზღვისპირა კურორტები, მიწისა და სააგარაკე უძრავი ქონების ბუმი ცხადყოფს, რომ უძრავი ქონება დღეს მხოლოდ დასვენების ადგილს აღარ წარმოადგენს. ის იქცა მაღალშემოსავლიან საინვესტიციო აქტივად, რომლის მიმართაც ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად ინფრასტრუქტურული და ურბანული გამოწვევებისა, სწორად შერჩეული ლოკაციები და თანამედროვე, ხარისხიანი პროექტები (როგორიცაა "ალფა სახლის“ პროეტი შეკვეთილში) ქმნის სრულყოფილ შესაძლებლობას მათთვის, ვინც ეძებს ბალანსს კომფორტულ გარემოსა და გრძელვადიან ფინანსურ სარგებელს შორის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა