თეგებით ძიება

როხში, სკოლის დირექტორის ქმარმა ავტომანქანას, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ, ქვები ესროლა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, როხში სკოლის დირექტორის ქმარმა ერთ-ერთი ადგილობრივის ავტომანქანას ქვები დაუშინა.

როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს ავტომანქანაში ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ.

დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაზარალებული გოგიტა სანიკიძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორის ქმარმა, ალექსანდრე მამასახლისმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მანქანას ქვები ესროლა. მანქანას დამტვრეული აქვს უკანა და გვერდითა შუშები.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა