ხილის ტორტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება
ინგრედიენტები:
ჟოლო - 400 გ
მოცვი - 200 გ
არაჟანი - 800 გ
შაქარი - 1 ჭიქა
წყალი - 100 მლ
ჟელატინი - 30 გრ.
ვანილის შაქარი - 8 გრ.
მომზადების წესი:
30 გრ ჟელატინი ჩაყარეთ რკინის ჯამში, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და, დაახლოებით, 10 წუთი დატოვეთ, რომ ჟელატინი გაფუვდეს.
ცალკე ჯამში მოათავსეთ 800 გრ არაჟანი, 1 ს.კ. შაქარი და 8 გრ. ვანილის შაქარი. ყველაფერი კარგად აურიეთ, რათა შაქარი არაჟანში გაიხსნას.
ჟელატინი როცა გაფუვდება, დაბალ ცეცხლზე დაადგით და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. გაითვალისწინეთ, რომ ჟელატინი არ უნდა ადუღდეს.
არაჟანში ჩაასხით გამდნარი ჟელატინი და მაშინვე კარგად აურიეთ.
ტორტისთვის დაახლოებით 400 გრ ჟოლო და 200 გრ მოცვი დაგჭირდებათ. ცოტაოდენი კენკრა ტორტის გასაფორმებლად შეინახეთ.
კენკრა ჩაყარეთ არაჟანის ჟელეში და კოვზით ნაზად აურიეთ.
21 სმ დიამეტრის ფორმაში (სასურველია ფორმას გვერდები ეხსნებოდეს) ჩააფინეთ პოლიეთილენის ფირი ისე, რომ შიგთავსი გარეთ არ გამოვიდეს.
არაჟნის ჟელე ფორმაში გადაიტანეთ და მორჩენილი კენკრა თავზე ლამაზად მოაწყვეთ.
ტორტი მაცივარში, სულ მცირე, 3-4 საათით დატოვეთ.
გამაგრებული ტორტი ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ, პოლიეთილენის ფირი მოაცილეთ და ლანგარზე გადაიტანეთ.
შენიშვნა:
თუ ფორმას გვერდები არ ეხსნება ან ტორტი ჩვეულებრივ ჯამში გააკეთეთ, ტორტის ამოსაღებად ჯამი 10 წამით ცხელ წყალში უნდა მოათავსოთ.