უკრაინა და საქართველო ყოველთვის მეგობრები იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის - კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე ისაუბრა.
„სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულზე მისჯილი აქვს. ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა და აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარკამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ თითქოს ადამიანების უფლებები ირღვევა. მთავარი და მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და შესაბამისად იკვებოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა სთხოვოს მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, თბილისში კონსულტაციებისთვის.