თეგებით ძიება

უცნობი ფაქტები თეთრი სახლის შესახებ - რა საიდუმლოებები იმალება ამ უნიკალური შენობის მიღმა?

თეთრი სახლი - ამერიკის პრეზიდენტების ოფიციალური სამუშაო ადგილი და რეზიდენციაა. იგი გახლაბთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა. ამ დიდებული, ნეოკლასიკური ფასადის მიღმა არაერთი უცნაური დეტალი და საიდუმლო ინახება.

გაიგეთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფაქტი ამ უნიკალური შენობის შესახებ:

თეთრ სახლს სინამდვილეში აშენებდნენ მონები

ეროვნული არქივის მონაცემებით, ამერიკის მთავრობას არასდროს ჰყოლია მონები, თუმცა  მონათმფლობელებისგან მშენებლებს ქირაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო მუშების ევროპიდან ჩამოყვანა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა და სწორედ ამან განაპირობა მშენებლობაზე მუშახელად აფროამერიკელების აყვანა.ისინი ადგილობრივ თეთრკანიან მუშებთან და ხელოსნებთან ერთად მუშაობდნენ.

თეთრი სახლის პირველი პროექტი ჯეიმს ჰობანის მიერ იქნა შემუშავებული. იგი გახლდათ ირლანდიელი ემიგრანტი და არქიტექტორი. ჰორბანი ამ საქმისთვის პირადად  პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა შეარჩია.

ვინ იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დასახლდა

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ვაშინგტონმა შეარჩია შენობის ადგილმდებარეობაც და არქიტექტორიც, იგი გახლავთ ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც თეთრ სახლში არასოდეს უცხოვრია. პრეზიდენტი ჯონ ადამსი იყო პირველი, ვინც 1800 წელს გადავიდა რეზიდენციაში, მანამ სანამ შენობა საბოლოოდ დასრულდებოდა. მას შემდეგ, თეთრ სახლში ამერიკის ყველა პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 

რამდენი ოთახია თეთრ სახლში

6-სართულიანი შენობა 5 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. მასში 132 ოთახია (16 საოჯახო ნომერი), ასევე 35 სააბაზანო ოთახი. თეთრი სახლის ოფიციალური საიტის მონაცემებით, შენობაში 28 ბუხარი, 8 კიბე, 3 ლიფტი, 412 კარი და 147 ფანჯარაა. ასევე არის სრულად აღჭურვილი სამზარეულო. თეთრ სახლს, ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ ღებავენ, ამისთვის 2 ათას ლიტრ საღებავზე მეტი იხარჯება.

თეთრი სახლის ტერიტორიაზე ასევე განლაგენულია დახურული აუზი, რომელიც აგებულია ჯერ კიდევ რუზველტის დროს, ჯერალდ ფორდის დროინდელი ღია აუზი. ტერიტორიაზე არის ასევე სხვადასხვა ობიექტები: ჩოგბურთის კორტი, პატარა კინოთეატრი, სათამაშო ოთახი, სარბენი ბილიკი და გოლფის მოედანი.

არსებობს ხმები იმის შესახებ, რომ შენობაში არის საიდუმლო ოთახები და ფარული გვირაბები. თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ერთადერთი საიდომლო ადგილი ბუნკერია, რომელიც 1941 წელსაა აგებული. 

თეთრი სახლი ყოველთვის თეთრი იყო?

შენობის ფასადი პირველად თეთრად 1798 წელს შეღებეს, იმისთვის რომ იგი დაეცვათ არასასურველი გარემო პრიობებისა და ტემპერატურის ზემოქმედებისგან. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტერმინი თეთრი სახლი გაზეთებში ჯერ კიდევ ომამდე 1812 წელს გამოჩნდა. მანამდე მას უწოდებდნენ: პრეზიდენტების სასახლეს და პრეზიდენტების სახლს. 1901 წელს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა რეზიდენციას ოფიციალურად უწოდა თეთრი სახლი.

წყარო: https://kulturologia.ru/blogs/200121/48775/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა