ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც ცოლად ოთხი და ჰყავს?
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ის სახელმწიფოს მართავდა, მაგრამ ახლახან ძალაუფლება შვილს გადასცა და პენსიაზე გავიდა. ის მსოფლიოში ერთადერთი მამაკაცია, რომელიც ოთხ დაზე ერთდროულად არის დაქორწინებული.
დიახ, მისი ცოლები ერთმანეთის დები არიან, მაგრამ ეს სრულიად არ ეუხერხულებათ.
***
ამბავი რომელსაც გიამბობთ, ბჰუტანის სამეფოში მოხდა. ბჰუტანი პატარა, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 750 ათასი მცხოვრებით, რომელიც ჰიმალაის კალთებზე მდებარეობს და ორი მხრიდან ინდოეთი და ჩინეთი აკრავს.
ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა. 1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყო ტელევიზია, ინტერნეტი და მობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ.
ბჰუტანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ოფიციალურ რელიგიად, ”სულიერ მემკვიდრეობად” ბუდიზმის ტანტრული მიმართულებაა აღიარებული. ამიტომაც, ხელისუფლების მთავარ მიზანს ქვეყნის თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს, ეს კონსტიტუციის მე-9 მუხლშია გაწერილი.
ქვეყანაში ასევე გავრცელებულია ბუდისტური სკოლა ნინგმა და რელიგია ბონი. ქვეყნის სამხრეთით გავრცელებულია ინდუიზმი (მოსახლეობის 25 %), მოსახლეობის 5 % მუსლიმანია.
ქვეყანას 1907 წლიდან მართავს სამეფო დინასტია. სახელმწიფოს მეთაური ფლობს ტიტულს Druk Gyalpo, რაც ნიშნავს "დრაკონის მეფეს". მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას უვადოდ მართავს, სახელმწიფოს მეთაური ვალდებულია, დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია.
***
ქრისტიანობაში მრავალცოლიანობა აკრძალულია, ისლამში არა, მაგრამ ღვიძლ დებზე დაქორწინება კატეგორიულად იკრძალება. სამაგიეროდ, ბუდიზმის ბჰუტანურ ვერსიაში ასეთი შეზღუდვები არ არსებობს.
1979 წელს მე-4 "დრაკონის მეფემ", 24 წლის ჯიგმე სინგიე ვანგჩუკმა, რომელიც ქვეყანას 1972-2006 წლებში მართავდა, დაქორწინება გადაწყვიტა.
მომავალი დედოფლის არჩევა ადვილი არ იყო. მონარქს ჭკვიანი, ლამაზი და ჯანმრთელი საცოლეები ყველაზე ცნობილი ოჯახებიდან უნდა აერჩია.
ისე მოხდა, რომ მკაცრ კრიტერიუმებს მხოლოდ ოთხი პოტენციური პატარძალი აკმაყოფილებდა და ისინი დები იყვნენ. მათ ასევე მეხუთე, უფროსი და ჰყავდათ, მაგრამ იმ დროისთვის იგი დაქორწინებული გახლდათ. მეფეს ბევრი არ უფიქრია და ოთხივე დაზე ერთდროულად დაქორწინება გადაწყვიტა.