,,გიული ალასანია სააკაშვილთან ყოველ ვიზიტზე Gucci ისა და Chanel ის “ლუქით” მიდის და ნანუკა თამაზაშვილის ძვირადღირებული სამოსი რატომ გაშფოთებთ?!“ - თამთა მეგრელიშვილი
,,ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ,,სტუდია მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ასე ეხმაურება:
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 14 ივლისს თბილისში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ALESSANDRA RICH-ის 5 900 ლარიანი კაბა ეცვა. ასევე, ეკეთა DIAMOND TENNIS-ის 5 000 ლარიანი სამაჯური და PHANTHERE DE CARTIER-ის საათი, რომლის მინიმალური ღირებულება 25 000 ლარია.
,,ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ,,სტუდია მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
,,გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან (მომაკვდავ შვილთან)ყოველ ვიზიტზე Gucci ისა და Chanel ის “ლუქით” მიდის, შვილის პოლიტიკურ გათეთრებაში მილიონს იხდის და ქართველ ხალხს დაგვცინის (მან პოლიტიკური მიკერძოებით ხელოვნურად მისთვის დაშვებული შესაძლებლობით ისარგებლა და დღეს მილიონებს ითვლის) და ამაზე არ გაქვთ რეაქცია და ნანუკა თამაზაშვილის ძვირადღირებული სამოსი (მას ამის უფლება და ფინანსური შესაძლებლობა აქვს, მას ქართველი ხალხისთვის არაფერი წაურთმევია)
რატომ გაშფოთებთ?!
სახეზეა ორმაგი სტანდარტი, მიკერძოების ისეთ ხარისხში რომელიც ყოველგვარ ობიექტურობას სცილდება.
მინაწერი: სანამ ვინმეს კანონიერად მოპოვებულს დაუთვლით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ უკონკურენტოდ გამარჯვებული ტენდერები და სახელმწიფოს ბიუჯეტით “მოგულავე” მისი ოჯახის თავგადასავლები გაიხსენეთ და გამოიკვლიეთ!”- წერს მეგრელიშვილი.