თეგებით ძიება

„ახლა ნიკა რაჭველს შეუტიეს. რა თქვა ისეთი, რომ ამ საამაყო ადამიანს გადაურეს?“ - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, ნიკა რაჭველს სოლიდარობას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა ნიკა რაჭველს შეუტიეს.

რა თქვა ისეთი, რომ ამ საამაყო ადამიანს გადაურეს?

მისი უფლებაა, ვის რას აპატიებს, მათ შორის გადაწყვეტილებების მიმღებთ შოვის სამაშველო ტრაგედიის დროს.

არადა, ნიკას მლანძღველების უმრავლესობაც იმავეს იტყოდა, ვერავის აპატიებდა, ძვირფასი ადამიანი რომ ჰყოლოდა მეწყერიდან ამოსაყვანი.

ნიკამ რაც თქვა, არის ძალიან ადამიანური, გულისტკივილით სავსე და სრულიად ბუნებრივი. ის არ არის სამაშველო საქმეების მცოდნე, განსაზღვროს, რა როგორ უნდა გაკეთდეს და ამის ციდნა არც მოეთხოვება. მას აქვს დიდი გული იმისთვის, რომ ტკიოდეს თითოეული ადამიანის სატკივარი“, - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა