ნაცმოძრაობის მთავარ თავყრილობაზე რუსულ ენაზე შესრულდა "თბილისო", მაშინ არავინ აღელვებულა - კობახიძე Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გუშინ, Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურია. კობახიძემ შედარებისთვის ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ყრილობა გაიხსენა და თქვა, რომ ამ ყრილობაზე "თბილისო" რუსულად გაჟღერდა, "რის გამოც არავინ აღელვებულა".