თეგებით ძიება

ამერია ცხოვრება, ფულმა დამაინტერესა, ძალიან ვნანობ... - კაცი მოზარდს გარყვნილი ქმედების სანაცვლოდ 30 ლარს სთავაზობდა

43 წლის კაცი გ.ვ 12 წლის მოზარდზე  4 წლის განმავლობაში ძალადობდა. 

პედოფილმა დაზარალებული მოზარდი 2014 წელს გაიცნო. დანაშაულის ადგილი უმეტეს შემთხვევაში გ.ს საცხოვრებელი სახლის ლიფტი იყო. მამაკაცი მოზარდს გარყვნილი ქმედების სანაცვლოდ 30 ლარს სთავაზობდა.

„რთული ოჯახური მდგომარეობა მქონდა. მშობლებთან არ ვიყავი. ვერ მაქცევდა დედა და მამა ყურადღებას. სკოლიდან გამოვედი, ფინანსურად მიჭირდა, ამერია ცხოვრება. გ.ვ ჩემი უბნელი იყო, მზრუნველობას და ყურადღება იჩენდა. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რომ გავიცანი. ფულმა დამაინტერესა...“, - ამბობდა დაზარალებული მოზარდი.

სისხლის სამართლის საქმეში სხვა ბავშვების ჩვენებებიც დევს. პედოფილის მსხვერპლები უმეტეს შემთხვევაში მშობლებისგან უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვები იყვნენ. გარყვნილ ქმედებაში მონაწილეობის სანაცვლოდ გ.ვ ბავშვებს 3-დან 30 ლარამდე თანხას სთავაზობდა. გ.მ სასამართლოში კიდევ 15 ბავშვზე აღიარა ძალადობის ფაქტი. სასამართლომ იგი 43 დანაშაულებრივ ეპიზოდში ცნო დამნაშავედ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა