სადგურის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თბილისში, სადგურის მოედნაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.