თეგებით ძიება

2023 წელს, იანვარ-ივნისში, საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა, 21 944 ადამიანი გარდაიცვალა - საქსტატი

2023 წელს, იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა, 21 944 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია საუბარი. საქსტატმა ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:

2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) - 2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145), - წერს საქსტატი.

რეგიონების მიხედვით კი ეს სტატისტიკა ასე გამოიყურება:

საქსტატი წერს, რომ ეს წინასწარი მონაცემებია და დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის მარტის ბოლოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა