ბინაში ახალი გადასულები იყვნენ... - რას ამბობენ ადგილობრივები დოლიძეზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე?
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დედა-შვილი დოლიძეზე ახალი გადასულები იყვნენ და ბინა დაქირავებული ჰქონდათ.
მათივე თქმით, საზარელი დანაშაული 2 მცირეწლოვანი მოზარდის თანდასწრებით მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი 14 წლისაა.
კაცი, რომელმაც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია. მკვლელობის შემდეგ მან თავის არეში თვითდაზიანება მიიყენა. ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.