თეგებით ძიება
21. 09. 2023 მსოფლიო

კაცმა 22 ხანდაზმული ქალი სასტიკად მოკლა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

19 სექტემბერს, ტეხასელი სერიული მკვლელი, ბილი ჩემირმირი, რომელმაც სავარაუდოდ 22 ხანდაზმული ქალბატონი მოკლა ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. კაცი სამუდამო პატიმრობას ორი ქალი მკვლელობისთვის იხდიდა, თუმცა, პოლიციის აზრით, მას ბევრად მეტი მსხვერპლი ჰყავდა. როგორც ირკვევა, ჩემირმირი თავისმა საკნის მეზობელმა მოკლა.

ტეხასის ხელისუფლების მტკიცებით, კენიაში დაბადებულმა ბილი ჩემირმირმა მინიმუმ 22 ქალი მათგან ძვირფასეულობის მოპარვის მიზნით მოკლა. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ მათი სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული, მაგრამ საბოლოოდ, 91 წლის გადარჩენილმა მსხვერპლმა პოლიციას აცნობა, რომ ჩემირმირმა მისი მოკვლა სცადა და საბოლოოდ გამოძიებაც დაიწყო.

ბილი ჩემირმირი 1972 წელს კენიაში დაიბადა. მამამისს სამი ცოლი ჰყავდა, რომლებთანაც კიდევ 28 შვილი ჰყავდა. დამნაშავე ამტკიცებდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და სკოლაშიც კარგად სწავლობდა. მოგვიანებით, მან ხანდაზმულ მამაზე ზრუნვა დაიწყო, რომელიც იმ დროს 100 წლის გახლდათ.

2003 წელს ბილიმ კენია დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც მან მომვლელად მუშაობა დაიწყო. 2004 წელს მან იქორწინა, თუმცა, ორ წელიწადში მისმა მეუღლემ განქორწინება მოითხოვა, რადგან კაცი მისი ცხოვრებიდან გაუჩინარდა.

2010 და 2011 წელს ის არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის დააკავეს, რის შემდეგაც მან უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენა დაიწყო.

ბილი ჩემირმირის მკვლელობები 2016 წელს დაიწყო. ის მიზანში მარტო მცხოვრებ ხანდაზმულ ქალებს იღებდა. პოლიცია თვლის, რომ კაცი ნდობის მოსაპოვებლად სამედიცინო ცოდნას იყენებდა და თავს მომვლელად ასაღებდა, რათა მსხვერპლის სახლში შესვლა შეძლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მსხვერპლი სრულად ჯანმრთელი იყო, ყველას ეგონა, რომ ქალები ბუნებრივ მიზეზით კვდებოდნენ. 2017 წელს 79 წლის დაიან დელაჰუნტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი ქალიშვულის თქმით, ქალი იატაკზე იწვა, რის გამოც იფიქრა, რომ ის საწოლიდან გადმოვარდა. თუმცა, რამდენიმე წუთში აღმოაჩინა, რომ მისი ბეჭდები გამქრალი იყო.

2018 წლის მარტში ჩემირმირი 91 წლის მერი ბარტელს დაესხა თავს. კაცმა მისი ბალიშით გაგუდვა სცადა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირფასეულობა მოპარა და ტერიტორია დატოვა. საბედნიეროდ, ბარტელი თავდასხმას გადაურჩა და პოლიციას დაუკავშირდა. მეორე დღეს, პოლიციამ ბილი დააკავა და აღმოაჩინა, რომ მან ნაგვის ურნაში ყუთი გადააგდო, რომელშიც გარდაცვლილი 81 წლის ლუი თი ჰარისის დოკუმენტები იდო.

ბილი ჩემირმირს უვადო პატიმრობა მიესაჯა და სასჯელს 2023 წლის 19 სექტემბტამდე იხდიდა, სანამ მას საკნის მეზობელი მოკლავდა. ტეხასის ხელისუფლება მკვლელის ვინაობას არ ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა