ქალმა ქმარს იმიტომ ესროლა, რომ კაცმა განქორწინება მოითხოვა - სისხლიანი დანაშაულის ახალი დეტალები
ამერიკელმა ქალმა, კრისტინა პასკალეტომ ქმარს მას შემდეგ ესროლა, რაც კაცმა განქორწინება მოითხოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„არ მინდოდა განქორწინება.. ამაზე ვიკამათეთ, ის კი აზრს მაინც არ იცვლიდა. ამიტომ ავიღე და თოფი ვესროლე. ვიფიქრე, იქნება ასე მაინც შევძლო ქორწინების გადარჩენა-მეთქი",- ამბობს კრისტინა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა, სახელად ჯონმა მეუღლისთვის იარაღის წართმევა შეძლო.
„ადგილზე მისულებს ასეთი სცენა დაგხვდა - ჯონს ჭრილობა ჰქონდა მიღებული, ამიტომ ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ახლა თავს კარგად გრძნობს",- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კრისტინამ მეუღლისთვის სროლა არ იკმარა და 10 000 დოლარის ღირებულების ჩეკიც გააყალბა.
კრისტინა პასკალეტო პოლიციამ დააპატიმრა.