თეგებით ძიება

საქართველო უნდა შეუერთდეს EU-ს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - ლატვიის პრეზიდენტი

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად - მთავარი არხი“ ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩსის განცხადების შესახებ წერს.

„ქართული საზოგადოების მოლოდინებისა და ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულონ ევროკავშირის რეკომენდაციები და მოიპოვონ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა რინკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

რინკევიჩსი დღეს ქართველ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილთან გამართული საუბრის ძირითადი თემა სწორედ კანდიდატის სტატუსი იყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა