თეგებით ძიება

„400 ლარი სესხში მიდის... კი არ დავბერდი, დავიჭმუჭნე. პრობლემამ დამჭმუჭნა. ძალიან რთული პერიოდი გავიარე..“ - გიორგი ყიფშიძის ემოციური განცხადება

მსახიობმა, გიორგი ყიფშიძემ „ფორტუნასთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა იმ უმძიმეს ერთწლიან პერიოდზე, რომელიც მაშინ გამოიარა, როდესაც ნარკოლოგიურიდან გამოსვლის შემდეგ ცოლმა მიატოვა და დაავადება აღმოაჩნდა.

გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ რთულ პერიოდს სხვა პრობლემებიც დაემატა. 4 შვილის მამა დღემდე ფინანსურ კრიზისშია.

„მხოლოდ თეატრში ვმუშაობ და ჩემი შემოსავალი თვეში ხელზე ასაღები 1200 ლარია. აქედან 400 ლარი სესხში მიდის. როცა ბავშვებისთვის საჭმელს, პამპერსს და სხვა საჭირო ნივთებს ვყიდულობ, მეორე დღეს ეს ფული აღარ არის.

მერე ჩემს კოლეგებს ვესესხები ხოლმე, ხან ვანიკო თარხნიშვილს გამოვართმევ, ხან სხვა მეგობარს…

ძალიან ხშირად „ვიშლისტი“ მიკეთებს ხოლმე საჩუქრებს. ჩემს დას ამას წინათ ბავშვებისთვის სპორტულები გამოატანეს. მშივრები, რა თქმა უნდა, არ მყავს და არც მეყოლება, მე არ შევჭამ და მათ ვაჭმევ… ძალიან დიდი პრობლემა მაქვს ავტომობილის, ქალაქში სკუტერით დავდივარ, მაგრამ ბავშვებს სკუტერით ვერ ვატარებ.

ამდენმა პრობლემამ დამჭმუჭნა. კი არ დავბერდი, დავიჭმუჭნე. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, სანამ ლაპარაკს დაიწყებდნენ“,– ამბობს გიორგი ყიფშიძე „ფორტუნასთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა