თეგებით ძიება

ლანჩხუთში, ადიდებულმა მდინარემ ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი წაიღო

მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ ხორეთი-ჩოჩხათის  დამაკავშირებელი დროებითი ხიდი წაიღო.რის შედეგადაც 150 ოჯახამდე მოწყვეტილია გარესამყაროს.

8 სექტემბრის სტიქიამ სოფელ ხორეთში ხიდი დააზიანა. მოეწყო დროებითი გადასასვლელი გზა, რათა მოსახლეობას გადადგილება შესძლებოდა. აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა.  3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე  გავლა შეუძლებელია. 

დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა, თუმცა მანამდე ისევ დროებითი გადასასვლელი გზის  მოწყობაა საჭირო, რათა მოსახლეობამ გადაადგილება შესძლოს. მობილიზებულია ტექნიკა და საჭირო ინფრასტრუქტურული მასალები, რათა დროულად მოხდეს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა - ვკითხულობთ ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა