თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
საქართველოს სახალხო არტისტის, თეატრისა და კინოს მსახიობის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
თენგიზ არჩვაძე 2023 წლის 28 ოქტომბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მან ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა და არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
არის თბილისის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, ღირსების ორდენით, ასევე არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მფლობელი.