თეგებით ძიება

"ვმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად" - TBC ბუზიაშვილსა და გელავაზე დეტალებს არ განმარტავს

თიბისი ბანკი ეხმაურება ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილისთვის საბანკო ანგარიშების შეზღუდვაზე განრცელებულლ ინფორმაციას აცხადებს, რომ "კანონმდებლობის შესაბამისად" მოქმედებენ, თუმცა დამატებით დეტალებს არ განმარტავს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ საზოგადოების ინტერესს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ადგილი ჰქონდა თიბისი ბანკის მომხმარებლების მიმართ მომსახურების შეფერხებას. განვმარტავთ, რომ ბანკი მოქმედებს არსებული კანონმდებლობის, მათ შორის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად" - ნათქვაია თიბისის განცხადებაში.

საქართველოს ბანკს ამ თემაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცის გელავას ქმარი, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი ავრცელებს.

ნონიაშვილის ცნობით, რომ გუშინ საღამოს შემდეგ ამ საკითხს ბანკებთან არკვევენ, თუმცა პასუხი არ აქვთ. მისივე თქმით, გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევთ ვარაუდობს, რომ ანგარიშებზე წვდომა უსაფუძვლოდ და უკანონოდაა შეზღუდული.

24 ოქტომბერს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკაზე მივიდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა წამოიღეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა