სარფის საბაჟოზე 18 648 ლარის არადეკლარირებული საქონელი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 648 ლარი შეადგინა.
"ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაეცა", - ნათქვამია განცხადებაში.