სუს-ი ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვაზე მისვლის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის უწყებაში მისვლის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ოთარ ფარცხალაძე სუსში 19 სექტემბერს იმყოფებოდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში შესაძლო დახმარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა. ის რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობაშია მხილებული. ფარცხალაძე დასანქცირების დროს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე იყო. მას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოქალაქეობა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.