სოფელ ხიბულაში მე-12 კლასელი გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ ხიბულაში მე-12 კლასელი გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში უნდა გადაასვენონ. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის გარდაცვალება რამდენიმე დღის წინ, ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცის სიკვდილს უკავშირდება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია და დროისათვის ვარკვევთ.
წყარო: mtavari.tv